რუსეთში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 507 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 162 503-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 507 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 37 538-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

რუსეთში კოვიდ -19-სგან დღემდე 1 660 419 ადამიანი განიკურნა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა