ანა დოლიძე - ქვეყანაში აღარ არსებობს ხალხის ბედზე პასუხისმგებლობის ამღები სტრუქტურა

ქვეყანაში ხალხის ბედზე პასუხისმგებლობის ამღები სტრუქტურა აღარ არსებობს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ დიდუბის გამგეობის მახლობლად, სკვერში, 42 წლის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღარ არსებობს ანგარიშვალდებულება, ხალხი აღარავის ახსოვს.

„ის, რაც დიდუბის პარკში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით გამოაშკარავდა, ნამდვილად არ არის უბრალოდ სიცივისგან გაყინული ერთი ადამიანის ტრაგედია. დღევანდელ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ დაკავებულია ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, ხოლო ოპოზიცია, დემოკრატიული არჩევნების გადარჩენის იმედად, ამ ომშია ჩართული, აღარ არსებობს ანგარიშვალდებულება. ხალხი აღარავის ახსოვს. ყოველდღე ვხედავთ, როგორ მომრავლდნენ ქუჩებში ადამიანები, რომლებიც ითხოვენ შემწეობას, როგორ ივსება სკვერები თუ მიწისქვეშა გადასასვლელები უსახლკაროებით, აღარაფერს ვამბობთ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ჩვეულებრივ მოსახლეობაზე, მოშიმშილე ბავშვებსა თუ პენსიონერებზე, რომლებსაც დიდი ხანია ჩვენი ჩინოვნიკები ვერც კი ამჩნევენ და, შესაბამისად, არც არსებობს ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობის ამღები პირი. როცა სახელმწიფო სტრუქტურის, ამ შემთხევაში დიდუბის გამგეობის წინ ადამიანები თვეობით ცხოვრობენ ღია ცის ქვეშ და შემდეგ გაყინვით კვდებიან, ხოლო ამაში ვერც დედაქალაქის ხელმძღვანელობა და ვერც ცენტრალური ხელისუფლება ტრაგედიას ვერ ხედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს აღარ ჰყავს ხელისუფლება“, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა