პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა საბჭომ სხდომა გამართა

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა საბჭომ სხდომა გამართა. დებატების უმეტესი ნაწილი მსოფლიოში კოვიდ სიტუაციის განხილვას და 2021 წლის გეგმებს შეეხო, მათ შორის არსებული ვითარების შემდეგ დაკარგული ძალების აღდგენისა და გამძლეობის უზრუნველყოფას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მსოფლიო პროფკავშირების ლიდერები კვლავ ტელე ხიდის მეშვეობით შეიკრიბნენ. საქართველოს შეხვედრაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი წარმოადგენდა, რომელიც ამავდროულად ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი და მსოფლიო პრფკავშირების ვიცე პრეზიდენტია.

საბჭოს სხდომაზე მსჯელობა შეეხო შრომით სფეროში არსებულ გამოწვევებს და კოვიდ პანდემიით გამოწვეულ მზარდ უმუშევრობას, მოისმინეს ქალთა და ახალგაზრდული პრობლემები.

მათივე ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილმა, ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტის რანგში წარმოადგინა ევროპის რეგიონის, მათ შორის საქართველოს პრობლემები და გამოწვევები, განიხილა შემაშფოთებელი ვითარება უკრაინაში, სადაც პროფკავშირების შესახებ კანონის შეცვლასა და გაერთიანების უფლებების შეზღუდვას ცდილობენ, იმსჯელა ბელარუსში არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე თურქეთში ერდოღანის დიქტატორული რეჟიმის მიერ, დამოუკიდებელი პროფკავშირის DISK-ის ლიდერების დაკავების ფაქტზე.

საბჭოს სხდომა დაემთხვა ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულს. ირაკლი პეტრიაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და შევიწროების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისულ პერიოდში, განსაკუთრებით კი ახლა,- COVID-19–ის პანდემიის პირობებში.

„პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა სამუშაო ადგილებზე ქალთა შევიწროების და მათზე ძალადობის ფაქტები, რაზეც ყველა ოფიციალური მონაცემები მეტყველებს. კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ის სექტორები, სადაც დასაქმებული არიან ქალები. ასეთია მაგალითად: მომსახურების სექტორი- სასტუმროები, რესტორნები; ვაჭრობის სექტორი. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში დასაქმებული ქალები - დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 43 800-ით, მათგან კი 99% (43,4 ათასი) ქალია. Covid-19-ის შედეგად გენდერული ნიშნით ძალადობამ და შევიწროებამ გადაინაცვლა ონლაინ სივრცეშიც. გარდა ამისა, სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო იმ მშრომელებისათვის, ვინც მუქარის და ოჯახური ძალადობის პირისპირაა“, - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე იმსჯელა, მათ შორის საქართველოსა და სხვა არაერთ ქვეყანაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის რატიფიცირების შესახებ - შრომის სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრის შესახებ.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ცალკეული ქვეყნების სიტუაციები, აგრეთვე პანდემიის პერიოდში ადამიანისა და პროფკავშირული უფლებების დარღვევის გაღრმავებასა და კონკრეტული ფაქტები.

მათივე ცნობით, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია გეგმავს კამპანიებს, რომლის დახმარებითაც შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მშრომელთა ფუნდამენტური უფლება უნდა გახდეს.

ასევე, განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკის პროფკავშირების და ყირგიზეთის პროფკავშირების ფედერაციაში განვითარებული მოვლენები, დასაქმებულთა უფლებების მასიური დარღვევის ფაქტები, პროფკავშირების დევნა და შევიწროება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა