სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გაიმართოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია არ გაიმართოს. მისი თქმით, ამ მიმართულებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ოპიზიციის შეხვედრაზე განიხილება.

„დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ცვლის არსებულ რეალობას, ჩვენ ამიტომაც ვიკრიბებით, რომ დავგეგმოთ. რაც შეეხება აქციებს, ზოგადად სხვადასხვა სახის ღონისძიებები იქნება, თუმცა დიდ აქციას, რომელსაც ვფიქრობდით პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, ჯერ ერთი, რომ არ ვიცით, როდის იქნება ეს დღე და მეორე, არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ჩვენ, ალბათ, შევცვლით ჩვენს გეგმებს. საბოლოო ჯამში, საერთო შეთანხმებას როგორც მივაღწევთ იმის მიხედვით ვიმუშავებთ. არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის შეკრების დღეს დაგეგმილი დიდი აქცია აღარ შედგეს, მაგრამ ჯერ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“- განაცხადა სერგი ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა