ბექა დოჭვირი მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე - ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს პანდემიით გამოწვეული წნეხი

ეს არის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირმა განაცხადა.

დოჭვირმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის პაკეტებზე და აღნიშნა, რომ საკომპენსაციო თანხა ვერ იქნება საკმარისი ჩვენი მოქალაქეებისთვის.

„ეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, უბრალოდ ეს არის ის საკომპენსაციო თანხა, 300-ლარიანი დახმარება, 1200-ლარიანი დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები, როგორიცაა ქონების გადასახადისგან გათავისუფლება, სესხების სუბსიდირება და ა.შ. ეს არის ის მინიმალური მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ პანდემიიდან გამომდინარე აქვთ," - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა