ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

„გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ავთანდილ თალაკაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა“,-აცხადებენ უწყებაში.

კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა