სერგო ჩიხლაძე ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლას „სხვადასხვა კლანს შორის შიდა დაპირისპირებებს“ უკავშირებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლას „სხვადასხვა კლანს შორის შიდა დაპირისპირებებს“ უკავშირებს.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სფეროებში დიდი ხარვეზებია, რასაც ვერც დეპარტამენტების უფროსების და ვერც მინისტრის გადადგომა ვერ უშველის.

„ზოგადად ჯანდაცვის სფეროში და მითუმეტე, სხვადასხვა სექტორებში დიდი ხარვეზები კოვიდამდეც იყო და სასწრაფო, გადაუდებელი და კრიტიკული დახმარების აღმოჩენა ყოველთვის პრობლემა იყო, ამიტომ თალაკვაძის გადადგომა, ან ვინმე სხვა დეპარტამენტის უფროსის, მდგომარეობას ვერ შეცვლის. თვით ტიკარაძის გადადგომაც, თუ მართვის პროცესი არ შეიცვალა, ვერაფერს უშველის, ამიტომ ეს გადადგომა მე უფრო მგონია გავლენების სფეროებზე ომი, შიდა დაპირისპირებები სხვადასხვა კლანს შორის. სხვა ახსნა, რომ ვიღაცამ პრინციპულობა გამოიჩინა და გადააყენა, ამას არ აქვს. მითუმეტეს, ტიკარაძე ამბობს, რომ ვერ აკონტროლებს პროცესს და დაპირისპირება აქვს. ამიტომ, მგონია, უფრო გავლენების და ფინანსებზე ზეგავლენების მოპოვების ბრძოლაა“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, თალაკვაძე თანამდებობიდან პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წავიდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ