აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსების და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

"აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები, სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში. დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ, ქუჩაში ვართ და ვიბრძვით",- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა