ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ, რათა მოქალაქეებს ვაჭრობის საშუალება მიეცეთ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება.ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.

როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გამო უმუშევრად დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის სახლთან, გუშინ აქციის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის შემდეგ კარვებია გაშლილი.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა