ნიუ-იორკში საჯარო სკოლები იხსნება

ნიუ-იორკში 7 დეკემბრიდან საჯარო სკოლების გახსნა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს თქმით, თავდაპირველად დაწყებითი სკოლები გაიხსნება და საკლასო ოთახებს ის მოსწავლეები დაუბრუნდებიან, რომელთა მშობლებიც თანახმა იქნებიან, მათ შვილებს კორონავირუსზე ტესტი ყოველკვირეულ რეჟიმში ჩაუტარდეთ.

ნიუ-იორკში სკოლები დაახლოებით 2 კვირის წინ მას შემდეგ დაიკეტა, რაც კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტების დადებითმა მაჩვენებელმა 3% -იან ნიშნულს გადააჭარბა.

ბილ დე ბლასიოს განმარტებით, 3% -იანი კრიტერიუმი უქმდება და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ქალაქში ჩატარებული ტესტების დადებითი მაჩვენებელი, საშუალოდ, 3.9 %-ი იყო, სკოლების გახსნის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს, ვინაიდან კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ ნაკლებად დაუცველები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა