ხატია დეკანოიძე - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს არავითარი წინადადებების მოტანას

„ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა იმ წინადადებებით მოვიდეს, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას,- ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამოეხმაურა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გაიმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

„ჯერჯერობით, ჩვენ მესამე რაუნდზე ინფორმაცია რაიმე კუთხით რომ ჩატარდება, არ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ მესამე რაუნდზე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა უშუალოდ მოვიდეს იმ წინადადებებით, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს არავითარი წინადადებების მოტანას, იმიტომ, რომ ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე წინმსწრები ინფორმაცია ვერ მოვისმინეთ. ამიტომ, როგორც ჩანს, მათი არჩევანი იქნება ერთპარტიული პარლამენტი, ახალი კომუნისტური თუ ბოლშევიკური ერის დამკვიდრება ჩვენ ქვეყანაში.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას და პოზიციას არის ის, რომ ლეგიტიმაცია არ მივანიჭოთ ამ პარლამენტს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის გათვალისწინებული ის წინადადებები, რომელიც ჩვენ მესამე რაუნდისთვის „ქართულ ოცნებას“ დავუდეთ მაგიდაზე“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა