ივერი მელაშვილის მეუღლე - უსამართლობა მოხდა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და საქმეებზე განაჩენი „ზემოდან" წყდება. ამის შესახებ სულაძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

„უსამართლობა მოხდა! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ამ გადაწყვეტილებას არ ველოდი, მოკლედ, ზემოდანაა დავალება და ყველაფერს ისე წყვეტენ, როგორც უნდათ. როგორ ველოდი, როცა ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო, რომ ეს ხალხი გამოეშვათ. არანაირი საფუძველი დაპატიმრების არ არის, რადგან ის რუკა რასაც ასე დიდისამბით ატრიალებენ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საერთოდ გამოუსადეგარია - წერტილი წერტილს არ ხვდება და ობიექტი ობიექტს. წინასწარი დაკავება რა სისულელეა! ეს ადამიანები რატომ უნდა დააკავო?! რას იზამენ?!", - განაცხადა თამარ სულაძემ.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლებას მოითხოვდა.

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს პირად თავდებში 214 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსებიც უდგებოდნენ.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება, ვინაიდან საგამოძიებო პერიოდის გაგრძელება სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს