„ჯეოქეისი“ - ორგანიზაციის ღია წერილსა და ინიციატივას, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ განცხადებით, ღია წერილსა და ინიციატივას, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა. მას სხვადასხვა სფეროს არაერთი ცნობილი და დამსახურებული წარმომადგენელი შეუერთდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეპიდვითარებისა და რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური ინსტრუმენტი მოლაპარაკებები და გონივრული კომპრომისია.

"ინტერპრესნიუსი" ღია წერილის შინაარსს და ხელმომწერთა სრულ სიას გთავაზობთ:

„დღეს ქვეყანაში დამძიმებული ეპიდვითარებაა. გლობალური კრიზისის ფონზე, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას.

ეპიდვითარებისა და რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის ოპტიმალური ინსტრუმენტია მოლაპარაკებები და გონივრული კომპრომისი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გზით მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილება ყველა მხარის კანონიერ ინტერესს უნდა ასახავდეს.

ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ეპიდვითარების სტაბილურ გარემოში ერთობლივი ძალისხმევით მართვას, რაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია. ასევე, ეს იქნება თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისი საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. სწორედ ამგვარი მიდგომაა ქართველი ამომრჩევლის გრძელვადიან ინტერესში, ამასვე ელიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

უდავოა, რომ ცვლილებების საპარლამენტო ფორმატში განხორციელება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებით შემდგომ განვითარებას მხოლოდ განამტკიცებს და საქართველოს მომავლისთვის მყარ, ღირებულებით ფუნდამენტს შექმნის. რეალობა მოითხოვს ავმაღლდეთ პირად და პოლიტიკურ ამბიციებზე და უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. ეს იქნება ყველაზე სწორი, პრაგმატული და გამართლებული მიდგომა. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გავხდეთ უფრო მტკიცე, ძლიერი და თვითკმარი ერი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების პირისპირ.

ხელმომწერთა სიაში არიან: 1. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეჟისორი აგლაძე ზაზა 2. „სმირნოვების მუზეუმის“ დირექტორი ამაშუკელი ლილი 3. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ბაგრატიონი ნინო 4. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბოჭორიშვილი გოგი 5. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ბურდული ირაკლი 6. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გამცემლიძე თემური 7. კინორეჟისორი, პროდიუსერი გლურჯიძე რუსუდანი 8. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმეისტერი გოძიაშვილი ნიალა 9. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გუმბერიძე ზურაბი 10. ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრი, მუსიკალური სკოლის პედაგოგი დოლიძე ცისანა 11. ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრის პედაგოგი ელისაშვილი ნინო 12. ბიზნესმენი ეზუგბაია გიორგი 13. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ზარანდია თამარი 14. ჯანსუღ კახიძის სახელმწიფო ორკესტრის ორკესტრანტი კუტუბიძე მარინა 15. მსახიობი, პროდიუსერი მაღალაშვილი ზურაბი 16. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეტრეველი დავითი 17. ბიზნესმენი ნიჟარაძე ირაკლი 18. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგი ნიჟარაძე ქეთევანი 19. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი რობაქიძე თამარი 20. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი რუსიშვილი ედიშერი 21. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი სანაძე ნანი 22. ფონდი „განვითარება და გარემო“ თავმჯდომარე ტყემალაძე თემური 23. მწერალი ქარუმიძე ზურაბი 24. ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ყიფიანი ვიქტორი 25. ბიზნესმენი ჩიქოვანი დავითი 26. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჩიჩუა გიორგი 27. არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი ცაგარელი მარიამი 28. მე-7 საავადმყოფოს ექიმი ძოწენიძე ლეილა 29. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ჭარაია ვახტანგი 30. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ჭირაქაძე ნინო 31. ბიზნესმენი ჭიჭინაძე ნუგზარი 32. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯაფარიძე თედო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი