ვახტანგ კალოიანი - მოქალაქეების სამართლიან პროტესტს ვუყურებთ, თუმცა ეს ეპიდემიოლოგიურად ძალიან საშიშია

მეტი პასუხისმგებლობა დღეს ოპოზიციაზე და მის ლიდერებზეა. ქუჩის აქციებისგან თავის შეკავება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კალოიანის განმარტებით, მოქალაქეების პროტესტი სამართლიანია, თუმცა ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში.

,,ჩვენ მოქალაქეების სამართლიან პროტესტს ვუყურებთ, თუმცა ეს ეპიდემიოლოგიურად ძალიან საშიშია. ჩვენი ორგანიზაცია აქციებში და საჯარო გამოსვლებში ჩართული არ არის. ვთვლით, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ეს დამატებით ხიფათს შეიცავს. სამწუხაროდ, აქციები ძალიან ცუდია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი სამართლიანია, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში. მეტი პასუხისმგებლობა დღეს ოპოზიციაზე და მის ლიდერებზეა, ქუჩის აქციებისგან თავის შეკავება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა