amna - მაიკ პომპეომ თურქეთი ნატო-ს პრინციპებისა და ფუნქციების დარღვევაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპებსა და ფუნქციას ეწინააღმდეგება, რითაც არღვევს მის ერთიანობას. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ინფორმაციას amna.gr საბერძნეთში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„პომპეომ მიუთითა, როგორც თავად აღნიშნა, თურქეთის პროვოკაციულ ქმედებებზე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, ლიბიაში, სირიასა და მთლიან ყარაბაღში“, - აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.

ამავე დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემის თანახმად, პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ დეესკალაციის მექანიზმი, რომელიც, მისი თქმით, თურქეთის გამო არ მუშაობს, თავიდან უნდა გაეშვას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა