გიორგი ვაშაძე - გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით

პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა იმსჯელეს, თუ რა იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე და როგორ გააგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას.

"იყო ჩვეულებრივი კონსულტაციები, როგორიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუ რა იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე და როგორ აგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას. ორგანიზაციულად დასაგეგმია ჩვენი აქცია, რომელიც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ასევე მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მომზადება და საერთო ოპოზიციური მიდგომა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა“.

"ვისაუბრეთ ვითარებაზე, რომელიც არის როგორც პოლიტიკური, ასევე კორონაკრიზისის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პირდაპირ, გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება არის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით, როგორც ჩანს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა