პროკურორი - კოკო ღიბრაძემ განმარტა, რომ საბურთალოდან ჩასული არცერთი პირი არ ჩასულა ხიდის ქვეშ გიორგი შაქარაშვილის საძებნელად

კოკო ღიბრაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ "მერსედესის" მგზავრები, ასევე ის ორი არასრულწლოვანი პიროვნება, რომლის მიმართაც განაჩენია გამოსული, მას და მის თანმხლებ პირებს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ღიბრაძემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ის ორი არასრულწლოვანი უკან მიჰყვებოდა მათ, მსვლელობის მიმდინარეობისას.

"ასევე თქვა, რომ იკითხეს თუ ვინ იყვნენ საიდან იყვნენ, სად ცხოვრობდნენ და გაიგეს, რომ იყვნენ საბურთალოელები. ამავდროულად, მან განმარტა თუ რა ვითარებაში წაიყვანეს ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე, რომლიდანაც ერთი ბუჩქებში და მეორე გზაგამყოფ ზოლში იმალებოდა. ორივე , როგორც "მერსედესის" ასევე "ტოიოტა ქამრის" შემთხვევაში, განხორციელებული თავდასხმის შედეგად პირები იმდენად შეშინებულები იყვნენ, რომ სხვადასხვა ადგილზე იმალებოდნენ ბუჩქებში და ჰქონდათ „პაროლი“, როდის უნდა გამოსულიყვნენ სამალავებიდან. ეძებდნენ შაქარაშვილსაც, ამირხანაშვილსაც და იაკობ ბრეგვაძესაც. ასევე, განმარტა, რომ ხიდის ქვეშ საბურთალოდან ჩასული არცერთი პირი არ ჩასულა გიორგი შაქარაშვილის საძებნელად და ისინი გზის პირზე ათვალიერებდნენ, სადმე ხომ არ იყვნენ ეს პირები", - განაცხადა პროკურორმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენება კონსტანტინე (კოკო) ღიბრაძემ მისცა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა