ეკატერინე ტიკარაძე - ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვთა ცხელი ხაზის 111-ის მეშვეობით მშობლებს საშუალება ექნებათ მათ საჭიროებებთან დაკავშირებით ონლაინ კლინიკას დაუკავშირდნენ.

როგორც ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, პროცესს მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია პირად კონტროლზე აიყვანს, რათა მშობლებისა და ბავშვების საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება მოხდეს.

“ბავშვთა ცხელი ხაზი - 111, ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაარსდა. ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, მათი საჭიროებები გადაეცეს ონლაინ კლინიკას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს დაარსებულია. ყველაფერი აყვანილი იქნება ქალბატონი თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეგირება განხორციელდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ