ამირან გამყრელიძე - გასაგებია, მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა

გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა - გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ნოემბერში შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა იმ მომატებული მობილობის გამოძახილია, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექნებოდა დღეში 4 - და 5 ათასამდე შემთხვევა და ამას რამ შეუწყო ხელი, ესეც რამდენჯერმე გითხარით - იმან, რომ ზაფხულში ჩვენ (ქართველებს ეს გვახასიათებს) დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ ნახოთ, ყოველთვის გეუბნებოდით და ვამბობდით, რომ კორონავირუსი არსად წასულა, კორონავირუსი იქნება, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, რეკომენდაციები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ ჩვენ ყველამ, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. იცით, რომ „აგვიფეთქდა“ ბათუმი, ამას მოჰყვა დიდი მობილობა წინასაარჩევნო პერიოდში, ამას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, როცა 2 მილიონი ადამიანი გამოვიდა. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-1700 შემთხვევით დღეში და ნოემბრის შუა რიცხვებში ავედით 3 ათასსა და მეტზე, ეს იყო სწორედ მობილობების კუდი და გამოხატულება, რაც ჩვენ გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერში. ჩვენ იდეალური არ ვართ არავინ, არც ქვეყანაა ჩვენი იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს