ინტერპოლი აცხადებს, რომ კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების შეფერხებას და ფეიკ ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან

ინტერპოლი აცხადებს, რომ კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მომარაგების შეფერხებას და ასევე ფეიკ ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან. ორგანიზაციის განმარტებით, მათ 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება.

”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“- აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა