თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, ჰოსპიტალს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15-16 პაციენტს შეადგენს.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა„დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებლის სიმცირით ქვეყანა ერთ-ერთი პირველია ამერიკასა და ევროპაში.

„საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს. სულ სამ-ოთხ ქვეყანას აქვს ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ავადობის რაოდენობა, მაგრამ გაცილებით, მნიშვნელოვანია ბევრი დაავადებულიდან რამდენის გადარჩენას ვახერხებთ და რამდენი იღუპება. საქართველო ალბათ, პირველ ადგილზეა ევროპასა და ამერიკაში ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების სიმცირით. ჩვენთან ჰოსპიტალს გარეთ, ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 ავადმყოფია გარდაცვლილი. ამაზე ხშირად, სრულიად სამართლიანად ტყდება განგაში, რატომ გარდაიცვალა. ჰოსპიტალს გარეთ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ასეულობით პაციენტია გარდაცვლილი, ინგლისში ოფიციალური მაჩვენებელით ყოველი მეათე გარდაცვლილია ჰოსპიტალს გარეთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა