კახა კალაძე - ოპოზიციაში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა იმედი მაქვს, არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად

დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორს მიმდინარე მოლაპარაკებების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, თუ რომელი კონკრეტული პარტია მიიღებს პარლამენტში შესვლის ან არშესვლის გადაწყვეტილებას.

„ოპოზიციურ პარტიებში არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული ასე. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებით, რაც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით ხორციელდება, საბოლოოდ გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული. დაველოდოთ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და რა შეთანხმება იქნება მიღწეული.

ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს, უნდა იქნებს მიღწეული გარკვეული კონსენსუსი. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო, მათ მხარი დაუჭირა, მიანიჭა უფლებამოსილება, რომ ამ ადამიანების ხმას წარმოადგენდნენ პარლამენტში, ამას სჭირდება გაფრთხილება. აქ არ არის ვიწროპარტიულ ინტერესებზე საუბარი, ზოგადად, ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, წინსვლისთვის, ბოლო წლების განმავლობაში არასდროს ყოფილა ამდენი პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი პარლამენტში. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ამას სჭირდება მოფრთხილება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა