გია ვოლსკი - წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება - შანტაჟზე მოდიხარ, როდესაც ამბობ: „თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დავაზიანებ“

წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება - შანტაჟზე მოდიხარ, როდესაც ამბობ, „თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დავაზიანებ“, - ამის შესახებ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, ვოლსკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდისათვის “რაღაც თემები დამუშავებულია“, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

“საწყისი პოზიცია არის ასეთი - ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გავხსნათ უბნები და ვიდეოთვალი. თუ ეჭვი გეპარებათ ვნახოთ, რას ამბობს აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ეუთო/ოდირი, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არ აინტერესებთ! აქედან გამომდინარე, რას ელოდებიან, რომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით?! მიმდინარეობს ოპოზიციის სერიოზული ლუსტრაცია. ოპოზიციისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა დასავლეთმა, ნატომ და სერიოზულ ფრუსტაციაში არიან. ახლა უნდათ იქეთ, ამ ბოსტნიდან იმ ბოსტანში გადაიტანონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა