ლაშა დარსალიამ ეუთოს 27-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში ღონისძიებაში - „საერთაშორისო რეაგირება ყირიმის ოკუპაციაზე: შემდგომი ნაბიჯები“ მონაწილეობა მიიღო

ეუთოს 27-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში პარალელური ღონისძიება - „საერთაშორისო რეაგირება ყირიმის ოკუპაციაზე: შემდგომი ნაბიჯები“ გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სისტემური და აშკარა დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა სამიზნე განსაკუთრებით, ეთნიკური უკრაინელები და ყირიმელი თათრები არიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ფარულ დემოგრაფიულ ცვლილებას.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედროების მკვეთრად გაზრდა და მისი მასშტაბური მილიტარიზაცია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების სრული, შეუფერხებელი და დაუყოვნებლივი შესვლის აუცილებლობას.

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ არის ცალკე მდგომი შემთხვევა. ხაზი გაესვა, რომ რუსეთმა აგრესიული ქმედებები, უკრაინამდე, ჯერ კიდევ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. აღინიშნა, რომ ძლიერი საერთაშორისო რეაგირების გარეშე, შეუძლებელია რუსეთის ოკუპაციის შედეგების ეფექტიანი აღმოფხვრა. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება. გამოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა