გიორგი პერტაია - საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მივიქციოთ ინვესტორის ყურადღება და ვიმუშავოთ მათ ქვეყანაში შემოყვანაზე

გვაქვს კარგი შედეგი საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით და ასეთი ტიპის რეიტინგებში წინსვლა კარგია, რადგან რეიტინგები წარმოშობს გარკვეულ ინტერესს და ეს არის ის ინტერესი, რაც გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვისთვის, - განაცხადა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ Trace International - ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოში 28-ე, ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, ხოლო “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” კომპონენტში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

გიორგი პერტაიას თქმით, პოლიტიკურად ცხელი გარემოს გამო ოპონენტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ვართ რეგიონში პირველები და ეს შედეგები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

„ვფიქრობ, რომ დროული გზავნილია, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ინვესტორები პანდემიის გამო გარკვეულ ცვლილებებს ახდენენ, გარკვეულ გადაადგილებებსა და საიმედო მიწოდების არხებზე ფიქრობენ, ვინაიდან პანდემიამ პირველი ტალღის დროს მოშალა ძალიან ბევრი ე.წ. სანდო მიწოდების არხები. კორუფცია ყველგან არსებობს, აქ კი საუბარია ქვეყნებს შორის შედარებებზე და Trace International-ის კვლევა ცხადყოფს, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს კარგი პოზიციები მსოფლიოში. გასაგებია, რომ პოლიტიკურად ცხელი გარემოა და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპონენტები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ვართ რეგიონში პირველები და ეს შედეგები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ’’, - განაცხადა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

გიორგი პერტაიას კომენტარს საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა