დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

„მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:დევნილთა სააგენტო თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ