ახალგაზრდობის სააგენტომ “ახალგაზრდული მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია“ ონლაინ ფორმატში წარადგინა

ახალგაზრდობის სააგენტომ, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ახალგაზრდული მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია“ ონლაინ ფორმატში წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, “ახალგაზრდული მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია“ რომელიც ახალგაზრდობის სააგენტომ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში (UNICEF) მხარდაჭერით, საუკეთესო დასავლურ პრაქტიკაზე დაფუძნებითა და ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით შექმნა, სფეროს ინსტიტუციონალიზაციისა და ფორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

მათივე ცნობით, სტრატეგიის არსებობა შესაძლებელს გახდის მოხალისეობისთვის შასაბამისი ინფრასტრუქტურის შეიქმნას, რაც ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი მოხალისეობრივი პროგრამების ინიცირებას. მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივად მოიძიონ, ჩაერთონ მოხალისეობრივ პროექტებში, წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში და ამავდროულად, საკვანძო კომპეტენციები განივითარონ. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს ხარისხიანი მოხალისეობის სტანდარტის შექმნას და მოხალისეობის აღიარების მექანიზმების შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს მიმღებ ორგანიზაციებში და ასევე მოხალისეობის დროს გაწეული შრომით მიღებული კომპეტენციების ვალიდაციას.

„ონლიან ღონისძიებაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, UNICEF –ის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტ. ღასან ხალილი და „ჰელფინგ ჰენდის” ხელმძღვანელი თინათინ მესხი, პროექტის „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში” ფარგლებში გამარჯვებულ მოხალისეებს 5 თემატური მიმართულების ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენენ და მათ, ონლაინ, სერტიფიკატებს გადასცემენ. აღნიშნული პროექტი ერთობლივად ხორციელდებოდა „ჰელფინგ ჰენდისა“ და სააგენტოს მიერ და მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვისა და ახალგაზრდებსა და მოზარდებში მოხალისეობის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში სულ 200 მოხალისე გადამზადდა, რომლებიც დღემდე ახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. მოხალისეობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდისა”–სა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოში UNICEF გაიმართება, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობის წარმატებული მაგალითს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა