გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

"გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოსთვის აქტუალური მიმართულებებით დაწინაურების ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება,"- წერს პრემიერი.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა