თელავში, თეატრის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს

ქვეყანაში მიმდინარე ოპოზიციის რამდენიმე კვირიან პროტესტს თელავშიც უერთდებიან. თეატრის წინ ორმა სამოქალაქო აქტივისტმა კარავი დადგა. ისინი არ ეთანხმებიან საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს.

ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა განმარტეს, რომ სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად პროტესტის შეწყვეტას არც ღამით აპირებენ და ისინი კარავში დარჩებიან.

"გუშინ, როდესაც დავინახეთ, რომ თბილისში პროტესტის დროს დააკავეს ხალხი, ასე სპონტანურად ორმა ადამიანმა გადავწყვიტეთ კარვის გაშლა, თუმცა პოლიციამ გვითხრა, რომ ქალაქში დეზინფექცია ტარდებოდა და ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა. ჩვენ ამ მიზეზით დავემორჩილეთ, მაგრამ ეს აღმოჩნდა ტყუილი. დღეს აღარ ვაპირებთ აქედან წასვლას, ვაგრძელებთ პროტესტს. ამ ფორმით მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და საქართველოს ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლებას. ველოდებით სხვა მოქალაქეების მხარდაჭერასაც“, - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.

მათ „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონალური ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილიც შეუერთდა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში