ჯანდაცვის მინისტრი - დღეს, ქვეყნის მასშტაბით 446 თავისუფალი საწოლია - დილის 09:00 საათის მონაცემებით, 112-ში 102 ზარია დაფიქსირებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 446 თავისუფალი საწოლია.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, ჰოსპიტალში 6600 პაციენტი იმყოფება.

„გარდა ამისა, დღეს დილის 9:00 საათის მონაცემებით 112-ში დაფიქსირებულია 102 ზარი. საიდანაც კოვიდ ჩივილის ანუ დადასტურებული კოვიდი ან სუნთქის გაძნელებით დარეკა შესაბამისად, 46-მა და 17-მა პაციენტმა, ისინი არიან ძირითადად თბილისში. ამ ეტაპზე, მათთან ბრიგადები მიდიან იმისთვის, რომ დადგინდეს ესაჭიროებათ მათ ჰოსპიტალიზაცია თუ სხვაგან მათ შორის, სასტუმროებში გადაყვანა", - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა