ეკატერინე ტიკარაძე - ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდური წარმოების ინსულინის გამოყენებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულით მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ინდური ინსულინის შეძენას და მის მოზარდებში გამოყენებას ეხება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო პრესკნფერენციის გამართვას გეგმავს.

„ინდურ ინსულინთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ვგეგმავთ პრესკონფერენციის გამართვას იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ნათელი გახდეს, თუ როგორია თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსა და იმ პროფესიულ საზოგადოებას შორის, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვის, ხარისხიანი ინსულინის შემოტანას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა