ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ამ ვირუსის დაძლევას ვერ შეძლებენ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც პასუხისმგებლობის მეტი წილი მოსახლეობას ეკუთნის. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ პოლიტიკურ ჭრილსა და „შავი პარასკევის" კომპონენტში გამოიარა.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის პერიოდი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე ბოლო „შავი პარასკევის" კომპონენტი. ყველა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, პირბადის ტარება რამდენად მნიშვნელოვანია. ვირუსი ჩვენთანაა, უხილავია და ეს ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. ჩვენ ვამკაცრებთ აღსრულებას და თქვენ ამას აკვირდებით, თუ როგორ მუშაობს შრომის ინსპექცია კერძო სექტრთან მიმართებაში და ასევე ჩვენი პილიციელები, თუ რამდენად არიან ჩართული მოსახლეობისთვის იმის შეხსენებით - რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. აქედან გამომდინარე მხოლოდ მთავრობა და ეპიდემიოლოგები ვერ შეძლებენ ამ ვირუსის დაძლევას, მნიშვნელოვანია ერთობლივი ქმედებები, სადაც მეტი წილი პასუხისმგებლობის მოსახლეობას ეკუთვნის", - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა