ელისო ბოლქვაძე - 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?!

8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?! - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და სწორედ ამიტომ მოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა.

„მე ამ ადამიანს ( ბიძინა ივანიშვილს) არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4000 ადამიანს დაეხმარა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს - ის ხალხს ეხმარებოდა სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა იმიტომ, რომ ისინი მოკვდებოდნენ მშიერი.

ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არ არის სასურველი და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. დემოკრატიის ფორმატი ყველამ კარგად გავიაზროთ, დემოკრატია არის ბრძოლა ტრიბუნიდან. გაყალბებას უნდა დამტკიცება. ხალხო, როგორ შეიძლება ამდენი ლაპარაკი გაყალბებაზე, როცა არ არის დამტკიცებული? სად არის ეს საბუთები? ძალიან ბევრი რაღაც არის გადაჭარბებული. როგორ შეიძლება სრულყოფილი იყოს სასამართლო და ყველა სტრუქტურა ამ ქვეყანაში, რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანი ვითარდება დემოკრატია საქართველოში? საფრანგეთში ვცხოვრობ მე და ვიცი რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. სოციალური მდგომარეობა გგონიათ პარიზში კარგია? მე არ ვარ სოციოლოგი, საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა, გაჭირვებული რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილი? სტაბილურობა არ გაქვთ? ვინმე დაგესხათ თავს?“- განაცხადა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ის, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, დისკომფორტია არა მისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მისი თქმით, პარტიული და პირადი ინტერესები ყველამ გვერდით უნდა გადადოს და გაიაზროს, რა პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე.

„ადამიანი, რომელიც ვარ არტისტი, მოვდივარ პოლიტიკაში, ამიტომ მე ვიცი, რომ ჩემი პასუხისმგებლობა უნდა გავაანალიზო. ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და გავაკეთო ბევრი რამ, გავაკეთო, რის შესაძლებლობაც მექნება,"- განაცხადა ბოლქვაძემ.

იხილეთ ვიდეო:"არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები" - ელისო ბოლქვაძე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში