იაგო ხვიჩია - პარლამენტში შესვლა მინდა, ოღონდ, ეს არ არის პარლამენტი - იქ შესვლა სირცხვილია!

როგორც ერთხელ ამ ქვეყანამ სასამართლო ვერ გამიკეთა, როგორც იურისტს, ამ შემთხვევაში, როგორც არჩეულ დეპუტატს, სახელმწიფომ ვერ გამიკეთა პარლამენტი, იქ შესვლა სირცხვილია! - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს პარლამენტში შესვლა და ამის შესახებ არასდროს დაუმალავს, თუმცა არა ისეთ პარლამენტში, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმის და წარმომადგენლობით ორგანოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია.

„მარტო „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება. 113 კაცი თუ არ შევიდა, „გირჩი“ ისე პარლამენტში არ იქნება. 113 ადამიანი თუ შევიდა და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ შევიდა პარლამენტში, „გირჩი“ რომ არ შედის, ეს ხომ სიგიჟე იქნება. ამ პოზიციაში რამე კითხვის ნიშანი შეიძლება დარჩეს ? უბრალოდ არსებობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვინდა ჩვენ დეპუტატობაო, ანუ, ასეთი ხალხიც არსებობს. მე ღიად ვამბობ, რომ მე მინდა პარლამენტში შესვლა. არასდროს არ დამიმალავს, „გირჩი“ პარლამენტში!“, - ეწერა ჩემს საარჩევნო კამპანიას. ჩემს კოლეგებს, რომლებიც გახდნენ პარლამენტის წევრები, თითქოს „უტყდებათ“, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. მე მიხარია, რომ გავხდი და კითხვის ნიშნები ამ არჩევნებში ჩემს დეპუტატობას კი არ აქვს, აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატობას, დღეს რომ იქ ისხდნენ, თორემ, მე რომ დეპუტატი ვარ, ხალხმა ხომ იცის.

მეორე საკითხია, შეძლო თუ არა ქართულმა სახელმწიფომ, ჩემნაირი ხალხისთვის გაეკეთებინა პარლამენტი. როგორც ერთხელ ამ ქვეყანამ სასამართლო ვერ გამიკეთა, როგორც იურისტს, ამ შემთხვევაში, როგორც არჩეულ დეპუტატს, სახელმწიფომ ვერ გამიკეთა პარლამენტი, იქ შესვლა სირცხვილია! სირცხვილია იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, ერთი პარტიაა მარტო. შეიძლება, რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ?! და მეორე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, კონსტიტუციაში ვერ შეიტანს ცვლილებას და ამ ქვეყანას ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სჭირდება. მეპატიჟებიან ასეთ ადგილას, თან მეუბნებიან არ გინდათ პარლამენტში შესვლაო. მინდა! ოღონდ ეს არ არის პარლამენტი. იქ არ მინდა შესვლა, რაღაცა უცნაურობაში, ამისთვის არ ვშრომობდი ამდენი ხანი, სხვა რამისთვის ვიშრომე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა