ბადრი ესებუას მამა - ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი შვილი დაკავებულია, მას ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა არ ჰქონია

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მის მეორე შვილს, ბიძინა ესებუას საბრძოლო მასალა ძმისთვის მიჰქონდა. „იზამდა ამას თქვენი აზრით? რატომ მეუბნებით ასეთ სისულელეს?“- აცხადებს ტარიელ ესებუა ჟურნალისტებთან საუბარში.

როგორც მან განაცხადა, ბიძინა ესებუას „არც ცეცხლსასროლი იარაღი და არც ყუმბარა არ ჰქონია“ .

„ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია, მეტი არაფერი ვიცი. არ ჰქონდა ჩემ შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და არც ყუმბარა“,- განაცხადა ტარიელ ესებუამ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია