თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თითო პაციენტს მედიკამენტის 6 ფლაკონი სჭირდება, შესაბამისად, შეძენილი ოდენობა მხოლოდ 660 პაციენტისთვის იქნება საკმარისი.

ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, მედიკამენტი დაენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც არიან ჰოსპიტალში, არიან ჟანგბადდამოკიდებულები და დაინფიცირებიდან 12-დღე არაა გასული.

"შემუშავებული გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა დაინიშნოს "რემდესივირი". ეს ყველას არ დაენიშნება, ეს არის მსოფლიოს მთვარი ინსტიტუციების ბოლო რეკომენდაციები. "რემდესივირი" უნდა დაენიშნოს იმ პაციენტს, რომელიც არის ჟანგბადდამოკიდებული და არის ჰოსპიტალში. ანუ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება. იმ პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდებათ, მსუბუქები ან საშუალოები არიან, მათ "რემდესივირი" არ დაენიშნებათ. ასევე, ეს მედიკამენტი არ დაენიშნებათ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, რომლებიც ინტუბაციაზე არიან, რეანიმაციულ განყოფილებაში მექანიკურ ვინტილაციაზე. ეს გვაქვს პროტოკოლში კრიტერიუმები. გარდა ამისა, ჩვენს პროტოკოლში იქნება ჩაწერილი რომ "რემდესივირი" უფრო ეფექტურია იმ პაციენტებში, რომელთანაც კოვიდის ხანგრძლივობა არ აღემატება დაწყებიდან 12 დღეს ანუ მე-12 დღემდეა ეფექტური", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტებისთვის "რემდესივირის" გაცემას სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

"კომისიის შექმნა გვაქვს გადაწყვეტილი, რომელიც 6 წამყვანი კლინიცისტისგან დაკომპლექტდება. როდესაც კლინიკიდან მოთხოვნა იქნება, რომ მათ ჰყავთ შესაბამისი ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი, მაგრამ არა კრიტიკულად მძიმე, ეს კომისია უფრო ალბათ ონლაინ განიხილავს ამ წინადადდებას და მისცემს მას თანხმობას ან ეტყვის უარს "რემდესივირზე". მე "რემდესივირს" ველოდები დეკემბრის ბოლოსთვის და როგორც კი ჩამოვა, ამ მედიკამენტით მკურნალობა მაშინვე დაიწყება,"-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, "რემდესივირის" შეძენასთან დაკავშირებით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მედიკამენტს საქართველოში დეკებრის ბოლოს ჩამოიტანენ.

იხილეთ ვიდეო: თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია