თამარ გაბუნია - მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მივიდნენ ოჯახის ექიმებთან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია მოუწოდებს მოსახლეობას, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მივიდნენ ოჯახის ექიმებთან, რადგან, მისივე შეფასებით, „მომდევნო 1-2 კვირა კრიტიკული პერიოდი იქნება, როდესაც ყველა ინფიცირებული უნდა გამოვლინდეს და ამით გავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი“.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 20 ათასამდე დღიურმა ტესტმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ამდენი სიმპტომური პირი არ არის.

„ჩვენი სამიზნე არის 20 ათასი. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ყოველდღიურად ჩატარდეს 20 ათასი ტესტი. ეს არის ჯამურად, როგორც ანტიგენის ასევე, PCR ტესტირება. გარკვეულწილად იკვეთება იმგვარი სურათი, რომ მოთხოვნა ტესტირებაზე, როგორი მოლოდინიც გვქონდა თავიდან, რომ იქნებოდა 20 ათასი და შესაძლოა მეტიც, არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენი სიმპტომური პირი არ არის და ამას მიუთითებს ის, რომ ნაკლები და ნაკლებია ზარები 112-ზე და ნაკლებია მიმართვიანობა ოჯახის ექიმებთანაც. ჯერ ისევ ნაადრევია ამაზე პასუხის გაცემა. დღეს, ხვალ და ამ კვირაში 18-დან 20 ათასამდე ტესტირება რა სურათს მოგვცემს. ანუ რა იქნება რეალური გავრცელება. ჩვენ მივუახლოვდით იმ მაჩვენებელს, რაც იყო შეფასებული მაჩვენებელი, ანუ ტესტირების შედეგად გვქონდა შესაძლებლობა გამოგვევლინა ყველა ინფიცირებული პირი. სურათი უჩვენებს იმას, რომ ამდენი ინფიცირებული პირი არ უნდა იყოს, ანუ 8-9 ათასი გარკვეულწილად იყო შეფასებული მაჩვენებელი მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ აქტიური ტესტირების შედეგად ამდენი ინფიცირებული არ გვყავს. მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მივიდნენ ოჯახის ექიმებთან, რადგან მომდევნო 1-2 კვირა იქნება კრიტიკული პერიოდი, როდესაც ყველა ინფიცირებული უნდა გამოვლინდეს და ამით გავწყვიტოთ გადაცემის ჯაჭვი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ