ამირან გამყრელიძე - 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ არის

7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. ეს არის პირველი ნიშნები და დამშვიდების საბაბი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მცირე დადებითი ტენდენცია ნოემბრის ბოლოს დაწესებულმა შეზღუდვებმა განაპირობა.

„ჩვენ გავაანალიზეთ გასული ერთი კვირის მონაცემები და მნიშვნელოვანი ტენდენციაა. თუ, ვთქვათ, 7 დეკემბერს იყო გამოვლენილი 4673 დადებითი ადამიანი და 16600 ტესტი იყო ჩატარებული, დადებითობა იყო 28%-ი. 8- ში ისევ 4734 გამოვლიდა 21 ათასი ტესტირების ფონზე და დადებითობის მაჩვენებლი ჩამოვიდა 21 %-ზე. შემდეგ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 20%-ზე. დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია გამოჩნდა. ანუ ამ აქტიური ტესტირების ფონზე მაქსიმალურად ვლიდებიან ინფიცირებული პაციენტები. ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს არის იმ შემზღუდველი ღონისძიებების შედეგი, რომელიც ქვეყანაში ნომებრის ბოლოს დაწესდა. 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. ეს არის პირველი ნიშნები და დამშვიდების საბაბი არ არის. ეს განპირობებული შემზღუდველი ღონისძიებებით, გაფართოებული ტესტირებით, ამასთან, ინფიცირებულების დროული იზოლაცია ხდება, ხშირია მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები და გაზრდილია ნიღბის ტარების კულტურა ქვეყანაში, დაახლოებით 65%-მდე. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ თუ ავალთ ნიღბის ტარების 90-95 %-ზე, ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თუ გვსურს ეს ზამთარი შედარებით ნაკლები ინფიცირებით გაიაროს ქვეყანამ და გარკვეული პერიოდის შემდეგ სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდეს, ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, მათ შორის დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ