პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე გახდა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე გახდა. კომიტეტმა უმრავლესობის კვოტით თავმჯდომარის მოადგილედ ზაალ მიქალაძე აირჩია.

კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ კომიტეტის ორი წევრი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრია. მან ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს ოპოზიციაშიც ხედავს, რომლებიც, სავარაუდოდ, კომიტეტს შეუერთდებიან. “კომიტეტში ნაკლებად არის უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებები. ვფიქრობ, ხვალინდელი დღე პოლიტიკურად უფრო საქმიანი იქნება, ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი, სადაც კანდიდატურის წარდგენის უფლება ოპოზიციას აქვს, ჯანდაცვის კომიტეტშიც ვაკანტურია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა