კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზაციის გზას ადგას. კალაძის შეფასებით, სრული კატასტროფაა პარტიის ცალკეული ლიდერების მხრიდან ელჩების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„ეს არის სრული კატასტროფა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, შეტევებს ჩვენს საერთაშორისო და სტრატეგიულ პარტნიორებზე. ისინი ფიქრობენ, რომ ელჩის შეურაცხყოფა არის მხოლოდ პიროვნულად მისი შეურაცხყოფა. ეს არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოების შეურაცხყოფა, რაც ძალიან ცუდია. მარგინალიზაციის გზა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ადგას, ყველა ვხედავთ, სახეზეა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, ამასთან დაკავშირებით განმარტებებიც გააკეთა, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. მე ნამდვილად ვერ ვუპასუხებ იმას, თუ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, როგორც კალაძე აცხადებს, მასში მონაწილეობას „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე პარტია მიიღებს“.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და არაერთხელ გავიმეორებ იმას, რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით შეიქმნება საგამოძიებო კომისია. რა თქმა უნდა, გადამოწმდება ყველა ბიულეტენი. თუ 1%-იც კი იქნება ცდომილება ჩვენს სასარგებლოდ, ჩავატარებთ ვადამდელ არჩევნებს“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა