შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ, მათ მძიმე ტექნიკას ქვები დაუშინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა