თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. კომპანიების მიერ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც ოპერირებს ქ.თბილისსა და ქ. მცხეთაში, საინვესტიციო გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქ. თბილისში განახორციელებს 149 მილიონი ლარის ინვესტიციას, ხოლო ქ. მცხეთაში - 6 500 000 ლარის ინვესტიციას. შპს „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო მოცულობა 10 500 000 ლარს შეადგენს.

როგორც სემეკში აცხადებენ, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გაგრძელდება გამრიცხველიანების პროცესი, მოეწყობა წყალარინების სისტემის მეშვეობით წყალსატევებში ჩაშვებული სითხის გასაფილტრი დანადგარები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა