მაიკ პომპეო - მდიდარმა რუსებმა, რომელთაგან უმეტესობას კრემლთან აქვს კავშირები, მილიარდობით დოლარი გაათეთრეს კვიპროსისა და მალტის გავლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს პასუხობს.

„მიმდინარე თვის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში პოლიტიკურ თამაშებში და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის დაყოვნებაში დაადანაშაულა. სამწუხაროა და უშედეგო, რომ ბატონი ლავროვი კვლავ ამახინჯებს ფაქტებს და ისტორიის გადაწერას ცდილობს“, - აცხადებს პომპეო სპეციალურ განცხადებაში.

პომპეოს თქმით, შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

„რუსეთი აგრძელებს ხმელთაშუაზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით, რათა გაავრცელოს დეზინფორმაცია, ძირი გამოუთხაროს ეროვნულ სუვერენიტეტს და დათესოს კონფლიქტი, ქაოსი და განხეთქილება ამ რეგიონის ქვეყნებში“, - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სირიაში რუსეთი მხარს უჭერს ბაშარ ასადის რეჟიმს, რომლის ომმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეგიონულ არასტაბილურობას შეუწყო ხელი, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია და მოსახლეობის ნახევარი ლტოლვილად აქცია.

"მდიდარმა რუსებმა, რომელთაგან უმეტესობას კრემლთან აქვს კავშირები, მილიარდობით დოლარი გაათეთრეს კვიპროსისა და მალტის გავლით, დაამახინჯეს მათი შიდა ბაზრები და გაავრცელეს კორუფცია“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განცხადებაში.

აქვე იგი რუსეთის მხრიდან ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევაზეც საუბრობს.

„ყველა ეს ქმედება აშკარად ცხადჰყოფს, რომ თუკი ვინმე თამაშობს პოლიტიკურ თამაშებს და ცდილობს რეგიონალურ კონფლიქტებში პროგრესის შეჩერებას, ეს რუსეთია, რომელიც მხოლოდ მისი პირადი ინტერესების გასატარებლად მოქმედებს მთლიანი რეგიონის საზიანოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა