დავით ჭიჭინაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“  ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას - მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ

მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, „სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი“

„დღეს დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება - კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის! ახლოს ვერ მივა თითო ლარად დარიგებულ იმ ათეულობით ათას ჰექტართან, რომელიც პრივილეგირებული კასტას გადასცეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, იმისთვის, რომ მათ მხარდაჭერა ვერ მიიღეს და ამიტომ ჩვეულებრივ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. შესაბამისად, სახეზეა ქვეყნის მართვის ფაშისტური მოდელი: ყოველდღე მკაცრდება სადამსჯელო ოპერაციები ხალხის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მეგობრებისთვის ყველაფერი „მოსულა“ “, - წერს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა