ლევან იოსელიანი - გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც თვლის, რომ შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია

გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც თვლის, რომ შეთანხმება არის საუკეთესო გამოსავალი ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რადიკალურ ფრთას და მიაჩნიათ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

გრიგოლ ვაშაძე არ გადამდგარა იმიტომ, რომ დაიღალა პარტიის თავმჯდომარეობით. ის მოლაპარაკებების პროცესში მოხვდა წინააღმდეგობაში თავისი პარტიის რადიკალურ ნაწილთან. გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც თვლის, რომ შეთანხმება არის საუკეთესო გამოსავალი. მე ვაკვირდები მათ საჯარო განცხადებებს, ამავე დროს ჩვენ ვესწრებოდით ოპოზიციურ შეკრებებს და ვხედავდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ვინც იქ მოდიოდნენ, არ იყვნენ ასეთი რადიკალურები, როგორიც ვთქვათ, იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი. უფრო მეტსაც ვიტყვი, რამდენიმე მათგანი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და შეთანხმება არის კარგი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამას საჯაროდაც ამბობენ, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ელისაშვილს შეხვედრებზე არ დაუძახებენ. იოსელიანის თქმით, გიგა ბოკერიას მთელი ოპოზიციის სახელით საუბრის მანდატი არ აქვს.

გიგა ბოკერია მთელი ოპოზიციის სახელით საუბრობს. ამის მანდატი მას არ აქვს. სხვა პარტიებს ჰკითხეთ, თანახმა არიან თუ არა მივიღოთ მონაწილეობა შეხვედრებში. ვის აქვს უფლება გაგვრიცხოს ოპოზიციიდან, გიგა ბოკერიას?“ ,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც ის აცხადებს, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი