კიევში "ლოკდაუნის" წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

უკრაინის პოლიციამ დედაქალაქ კიევში აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც „ლოკდაუნს“ აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას theguardian -ი ავრცელებს.

კიევის მთავარ მოედანზე რამდენიმე ათასი მომიტინგე, მათ შორის მცირე ბიზნესის მფლობელები, შეიკრიბნენ, რომლებიც მკაცრი ზომების მიღებას აპროტესტებდნენ.

კიევის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 40 -მა სამართალდამცველმა თვალის დამწვრობა მიიღო, ხოლო ერთმა პოლიციელმა თავის არეში მიიღო დაზიანება. აქციის მონაწილეთა შორის დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, დაშავეულია აქციის ერთი მონაწილე.

პანდემიის დაწყების დღიდან უკრაინაში კორონავირუსის 909 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 15 000 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში 8 იანვრიდან მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი