ირმა ნადირაშვილი - ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, თუ როგორ სწრაფად იცვლება გარემოებების მიხედვით „ქართული ოცნების“ პოზიციები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისათვის, თუმცა მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ იქნება.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოიჩინოს და მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიციას რაციონალური წინადადება შესთავაზოს.

„ქართული ოცნება“ არ ცვლის რიტორიკას, მას ჰგონია, რომ ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტით შესაძლებელი იქნება ამ ქვეყნის მართვა, ოპოზიციაც რჩება თავის პირობებზე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ყველა მოლაპარაკება უნდა იწყებოდეს ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ საუბრით. ეს არის ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, დანარჩენი, ინიციატივა ამ მიმართულებით უნდა გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“, ის უნდა წამოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უნდა შემოგვთავაზოს რაციონალური წინადადებები, თუ მას ამის გაკეთება არ უნდა და თვლიან, რომ ასე შეძლებენ ასეთ კრიზისში ქვეყნის მართვას არალეგიტიმური, ხალხის მიერ არარჩეული პარლამენტით, ეს არის დიდი შეცდომა და ამ შეცდომის ფასს გადაიხდიან ძალიან მალე“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ის ასევე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივას შეეხო, რომელიც მმართველ პარტიას ურჩევს, სერბული მოდელი განიხილოს.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს, თუ რა სწრაფად იცვლის „ქართული ოცნება“ პოზიციებს გარემოებებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნება“, კონკრეტულად კობახიძე, ცხადია, არ ცვლის თავის პოზიციას და მუდმივად გამოირჩევა ხისტი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში ისეთი განცხადებებით, რომელიც ერთი შეხედვით გაფიქრებინებს, რომ მათ საერთოდ მოლაპარაკებების ჩაშლა შეიძლება უნდოდეთ, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო მე-4 რაუნდის წინ საუბარი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისათვის რეგისტრაციის გაუქმებასა და პარტიების დაფინანსების შეჩერებაზე, ცხადია, ისინი არც განიხილავენ არცერთი ჩვენი მეგობრის შემოთავაზებას, მაგრამ ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, თუ როგორ სწრაფად იცვლება გარემოებების მიხედვით „ქართული ოცნების“ პოზიციები“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა