ამნისტიის აქტი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში აღსრულდება

ამნისტიის აქტი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში აღსრულდება. პარლამენტში მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტის მიხედვით, ბრალდებულის მიმართ ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე მიიღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

რაც შეეხება მსჯავრდებულს, მის მიმართ გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე მიიღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

პენიტენციური დაწესებულება ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში შესაბამისი მსჯავრდებულის პირად საქმეს მიაწვდის სასამართლოს, ხოლო უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის პირად საქმეს პენიტენციური დაწესებულება შესაბამისი გარემოებების დადგომიდან 2 კვირის ვადაში მიაწვდის თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

გარდა ამისა, პირს, რომელზეც ამნისტიის აქტის მოქმედება ვრცელდება, უნარჩუნდება შესაძლებლობა, ისარგებლოს სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. მასვე ექნება შესაძლებლობა, ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა