თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურა მისი შვილის საქმის დახურვას აპირებს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მისი შვილის საქმის დახურვას აპირებს.

როგორც უწყებასთან მისულმა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, თუ საქმეს დახურავენ, ის გაჩერებას მაინც არ აპირებს და შესაძლოა, შიმშილობაც კი დაიწყოს.

„გუშინ, პროკურატურიდან დამირეკეს, თუ შეგიძლიათ, ხვალ მოხვიდეთ, ოჯახის წევრებთან გვინდა გასაუბრებაო. დიდი ეჭვი მაქვს და ამაში დარწმუნებულიც ვარ, რომ საქმის დახურვა უნდათ, არჩევნებს ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა და რადგან ასე წარიმართა მოვლენები, სავარაუდოდ, დახურავენ, ასე თვალებში ნაცრის შეყრით. 6 თვეა, ერთ ადგილას ტკეპნიან და იგივეს იტყვიან.

ჩემი შვილის გარეშე სიცოცხლე არაფრად მიღირს და ბოლომდე შევეწირები, ჩემი მოკვლაც მოუწევთ მაშინ, სანამ ობიექტურად არ იქნება საქმე გამოძიებული. შიმშილობა იქნება ეს, თუ რა - ვნახოთ, აგერ პეტიცია წამოვიწყე, არ გავჩერდები, რომც დახუროთ საქმე, შეიძლება იმ საქმის თავიდან განახლება, სტრასბურგშიც გასაჩივრდება“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს