არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება

იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ოპოზიციას მიმართა, რომ დიალოგი არა კატეგორიული მოთხოვნებისთვის, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოიყენონ.

„მმართველი გუნდი თავიდანვე მხარს უჭერდა დიალოგს. ჩვენ ყველა რაუნდში სრულფასოვნად მივიღეთ მონაწილეობა. ახლაც მხარს ვუჭერთ დიალოგს. მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს. ჩვენ მომხრე ვართ, რომ დიალოგი გაგრძელდეს. იმედი გვაქვს, რომ ის პოზიტიური შედეგით დასრულდება. თუმცა, დიალოგის ფარგლებში რაიმე ტიპის შეთანხმებები ქვეყნის კონსტიტუციის, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების თუ კანონის უზენაესობის ხარჯზე ვერ მოხდება. ჩვენ მზად ვართ კონსტიტუციის ფარგლებში შეთანხმებისთვის, რომელიც საქართველოს დემოკრატიას, მრავალპარტიული პარლამენტის ფუნქციონიორებას სჭირდება.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციას, დიალოგი გამოვიყენოთ იმისთვის, რათა შევთანხმდეთ არა იმ კატეგორიული მოთხოვნების გარშემო, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გვესმოდა, არამედ შევთანხმდეთ იმ ინტერესების და საკითხების გარშემო, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა